საპენსიო ფონდი პრემიერის კონტროლის ქვეშ გადადის – მმართველი პარტიის ინიცირებულ ცვლილებებს ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს

საპენსიო ფონდი პრემიერის კონტროლის ქვეშ გადადის. მმართველი პარტიის ინიცირებულ ცვლილებებს ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს. „ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას უწყების რეფორმირებით ხსნის, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ეს ივანიშვილის პარტიის ახალი თაღლითობა და რეალურად ხალხის ფულის მითვისების ახალი სპეცოპერაციაა.
თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევის და პრემიერისთვის ამ უფლების მინიჭებით, იზრდება საპენსიო ფონდში არსებული ფულის დაბანდების რისკები.
„პარლამენტს ჩამოერთმევა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების არჩევის უფლება და საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საბჭოში მოხდება ისეთი პირების არჩევა, ვისი კანდიდატურაც მთავრობას აწყობს და გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი მიღებული, რომელიც პოლიტიკურად მთავრობის ინტერესი იქნება. პარლამენტისთვის ამ უფლებამოსილების ჩამორთმევის და პრემიერისთვის ამ უფლების მინიჭებით, იზრდება ჩვენი ფულის დაბანდების რისკები. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი მძიმე კანონი”, – ამბობს თეონა აქუბარდია.