ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ს განცხადებით, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის დროს განაცხადა.
„დამნაშავეები ისინი არიან, ვინც მოჩვენებითი ალიანსი შეკრეს, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს არა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება, არამედ წავიდნენ და აზერბაიჯანთან ჩვენს წინააღმდეგ ომი დაგეგმეს…
გამოვალთ [ОДКБ-დან], ამით გვაშინებთ? გავაკეთებთ ამას, ჩვენ გადავწყვეტთ როდის გამოვალთ.
ნამდვილი სომხეთისკენ გზაზე ვართ და თითქმის უკვე მივედით – სუვერენული, მშვიდობიანი სახელმწიფოსკენ დემარკირული საზღვრებით. არ შევტრიალდებით, უბრალოდ არ ვამბობთ, რომ უცბად არ გაგიფუჭდეთ ხასიათი“, – განაცხადა ფაშინიანმა ოპოზიციონერ დეპუტატთან საუბრის დროს.
კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთი და მთიანი ყარაბაღი იმ შემთხვევაში თუ ფაშინიანი არ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, მან უპასუხა: „კი, ეს კითხვა დამისვამს. გეტყვით, რა მოხდებოდა – იგივე რამ იქნებოდა იმ ერთი სხვაობით, რომ სომხეთი გუბერნია იქნებოდა, ასი პროცენტით“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით