განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება და ჯამში, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47 კმ-იან გზას უტარდება.
უწყების ცნობით, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
სამუშაოები 21 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულია დარჩენილ 26 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის დაგება.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მეწყრულ მონაკვეთებზეც 2024 წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის, ხოლო საავტომობილო გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტბეტონის სამუშაოების სრულად დამთავრება ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს.
მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაც გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა