ტრენერთა დღე – “ბედნიერებისა და განვითარების სამიტი 2024” 28 ივნისს ჩატარდება

ტრენერთა ასოციაცია ტრენინგ ინდუსტრიაში წლის ღონისძიებას- „ტრენერთა დღე 2024“ აანონსებს.
ღონისძიება, რომლის მთავარ მიზანს ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, ერთმანეთთან წარმატებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობა და თანამშრომლების განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების სიმბოლური დაჯილდოება წარმოადგენს, 28 ივნისს, ფუნიკულიორის დიდ დარბაზში შედგება და განსხვავებული თემით იქნება წარმოდგენილი: ბედნიერება და განვითარება.
,,ტრენერთა დღე 2024“, რომლის მოდერატორები თორნიკე გურული და თამარ კანაშვილი იქნებიან, წელს განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს-„მოვისმინე, მონაწილეობა მივიღე და გამოვცადე!“ – მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, სპიკერებთან ერთად იქნებიან პროცესის შემქმნელები და უამრავ აქტივობას თავად გამოცდიან. ღონისძიება გამორჩეული იქნება ნოვატორული პროგრამით, დაჯილდოებებით და გამოსვლებით ბედნიერებისა და განვითარების თემაზე, ასევე ისეთი ორგანიზაციების გამოფენით (Expo-თი), რომლებიც თანამშრომლების განვითარებასა და ბედნიერებაზე ზრუნავენ.
ღონისძებაზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ არის შესაძლებელი, და სარეგისტრაციო ფორმა ტრენერთა ასოციაციის სოციალური ქსელის გვერდზეა მოცემული.
ტრენერთა დღის მთავარი მხარდამჭერია: პსპ; მონაწილეებს შორის გათამაშდება პრიზები, რომლის სპონსორია კომპანია HOTSALE.GE.
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/lKNPX
(R)