პირველ კვარტალში ინვესტიციები 64%-ით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-თებერვალი-მარტი] 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა.
პირველ კვარტალში ქვეყანაში 201.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციების მოცულობა 566.4 მლნ დოლარი იყო, კლება 365 მლნ დოლარია.
საქსტატის ინფორმაციით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის [სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები] მაჩვენებლის შემცირებით.
წლევანდელი წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია თურქეთიდან შემოვიდა 42.4 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა ჩეხეთი – 41.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე – 33.7 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება სექტორებს, წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორმა მოიზიდა 78.7 მლნ დოლარი. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობა – 39.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზეა ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად