“ამის ნაცვლად ვუყურებთ ისევ “მიშამ თქვა-თი” “არგუმენტების” რახარუხს” – თამარ ბუჩუკური

დრო ძალიან ცოტაა, ახლა, თითოეული ოპოზიციური პარტია, პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი და მთლიანად საზოგადოება დაკავებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებაზე ზეწოლით – შეასრულონ დარჩენილი 9 პუნქტი ზუსტად 3 კვირაში ევროკავშირი მიიღებს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას
ამის ნაცვლად ვუყურებთ ისევ ყველაზე მსხვილი დასავლური პარტიის – ენმ-ის რყევის მცდელობას, ისევ “მიშამ თქვა-თი” “არგუმენტების” რახარუხს. მიშამ პარტიის რყევას შეეშვითო, ესეც თქვა, მაგრამ აქ ერს “ნიჩურიტი” აქვს. ჯერ ერი პოლიტსაბჭოში ადგილებს ეძებს, ჯერ ერი პარტიულ თანამდებობებზე ღელავს. რა სამწუხაროა, როცა ვაქცენტირებთ ვის ყველაფერი და ვის არაფერი… ჯერ სახელმწიფოებრიობაა შესანარჩუნებელი და მერე გადავინაცვლოთ ქარვასლაში. ხალხო, რა დროს პოლიტსაბჭოში ადგილებიასანამ ეთერებიდან ამ შაპიტოს ვუყურებთ, ქოცები ყოველწამიერად გვაახლოებენ რუსეთთან და ამ წამსაც ვცდილდებით დასავლეთს. ამით მხოლოდ ქვეყნის მთავარი ქოცი და კოლექტიური ქოცი ხეირობს. ჰოდა ჯერ საქართველო გამოვტაცოთ ოლიგარქს და “საძმოებად” დაყოფილებმა მერე ეძებთ ადგილები. და კიდევ ერთი, თუ წაგებულს არაფერი, მაშ ენმ-ში სულ ბოლო ადგილას გასულებს ის ადგილები როგორ უკავიათ, რომელიც უკვე მათ ამბიციებს აღარ აკმაყოფილებს დიდი ბოდიში, მაგრამ ნორმალურებს ჯერ საქართველო გვაინტერესებს და მერე სხვების, თქვენი კეთილდღეობა. საქართველო უპირველესყოვლისა.

ასევე დაგაინტერესებთ