“ისინი დააპატიმრეს” – რუსეთში სანქციების გამო დაკარგულ თვითმფრინავებს ითვლიან

მას შემდეგ, რაც ზე სამხედრო თავდასხმის გამო დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, ს ავიაპარკმა 76 სამგზავრო თვითმფრინავი დაკარგა, – ამის შესახებ РБК-ს ტრანსპორტის მინისტრმა, ვიტალი საველიევმა განუცხადა. მისი განმარტებით, რუსეთს უკან აღარ დაუბრუნეს 76 თვითმფრინავი, რომლებიც სანქციების დაწესების დროს, სხვა ქვეყნების აეროპორტებში იდგნენ, ანდა ტექმომსახურების სერვისით სარგებლობდნენ.
„ისინი დააპატიმრეს“, – საველიევი ამბობს, რომ დაკარგული თვითმფრინავების უდიდესი ნაწილი რუსულ ავიაკომპანიებს ლიზინგით ჰქონდათ აღებული.
სხვადასხვა დროს სახელდებოდა ასევე განსხვავებული მაჩვენებლები.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი დღემდე მოიხმარს 1167 სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც ასევე სხვა ქვეყნებს ეკუთვნით. სანქციების ამოქმედების შემდეგ, Boeing-ები и Airbus-ები რუსეთის რეესტრში აღირიცხა და მათი დაზღვევა რუსულმა სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს. როგორც საველიევი 2022 წლის მარტში აცხადებდა, რუსეთმა „სხვისი საკუთრება მიითვისა“.
2023 წლის ივნისში ტრანსპორტის მინისტრმა თქვა, რომ რუსული ავიაკომპანიები ამ თვითმფრინავებით იმ 11 ქვეყანაში დაფრინავენ, რომლებიც „გარანტირებულად, არ დააპატიმრებენ თვითმფრინავებს“.
დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისები, ორივე მიმართულებით, 2022 წლის თებერვალში შეწყდა. Boeing-მა и Airbus-მა შეწყვიტეს რუსული კომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ტექნიკური მომსახურება.
2022 წლის შემოდგომაზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ICAO მიუთითებდა, რომ რუსეთში ფრენას უსაფრთხოების რისკები ახლავს. არსებობს ცნობები, რომ სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო, რუსული ავიაკომპანიები ამსუბუქებენ უსაფრთხოების მიმართ მოთხოვნებს.
Новая газета.Европа სექტემბერში წერდა, რომ რუსული ავიატრანსპორტის ავარიების რიცხვი გასულ წელს გაორმაგდა, ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და თანაც, ავიარეისების რიცხვის შემცირების პირობებში.
2023 წლის დასაწყისში რუსეთმა ე.წ. თვითმფრინავების კანიბალიზმი დაუშვა – დაშლილი თვითმფრინავის ნაწილებს სხვა თვითმფრინავებისთვის იყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს