უკრაინის ხელისუფლება – გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა, ომის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური იყო

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო.
უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო კიევში ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია.
თავდასხმების შედეგად ქალაქში რამდენიმე შენობა დაზიანდა, 5 ადამიანი კი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქში განგაშის სიგნალების ხმა 5 საათის განმავლობაში ისმოდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 75 დრონიდან 71-ის ჩამოგდება შეძლეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ამ დროისათვის ომის ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ავდიივკა რჩება.
მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 860 ოკუპანტი მოკლეს, რის შედეგადაც ს სამხედრო დანაკარგებმა 323 700-ს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია