უკრაინაზე „კალიბრებით“ შეტევებს ვეღარ ახორციელებს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის უკრაინაზე საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით, „კალიბრებით“ შეტევებს ამ ეტაპზე ვერ ახორციელებს. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსული ფლოტის უდიდესი ნაწილი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკშია გადაყვანილი. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
თუ სევასტოპოლში საბრძოლო ხომალდებზე ამ ტიპის რაკეტების ჩატვირთვის ინფრასტრუქტურა არსებობს, ნოვოროსიისკში ის არ არის. ამ ლოგისტიკური პრობლემების გამო საზღვაო ფრთოსანი რაკეტების გამოყენება პრაქტიკულად შეჩერებულია.
ამასთანავე ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთი, ბუნებრივია, ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება, რათა ზამთრის პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ საზღვაო ფლოტიც გამოიყენოს.
როგორც უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, სევასტოპოლში სამხედრო ხომალდებზე რამდენიმე სერიოზული დარტყმის შემდეგ ოკუპანტებმა სევასტოპოლიდან გემები ნოვოროსიისკში გადაიყვანეს.
იმის გამო, რომ ნოვოროსიისკის პორტში ყველა საბრძოლო ხომალდი ვერ ეტევა, რუსეთმა ფლოტის ბაზისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენებაც გადაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)