საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უცნაური დეტალები და შემაშფოთებელი სტატისტიკა პოლონეთიდან

მკვლელობა პოლონეთში – პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ საკუთარი და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მოკლული ჯერ საქართველოში არ ჩამოუსვენებიათ. მკვლელობაში ბრალდებული არ დაუკავებიათ.
შემთხვება 21 ნოემბერს მოხდა და იმავე დღეს, პოლონური მედია წერდა, რომ ქალი მოკლეს ღამით ნაქირავებ ბინაში. მათივე ცნობით, სახლი ასევე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ გაქირავებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციაში მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დილის 4 საათისთვის შევიდა და მაშინ მოწმეები ჰყვებოდნენ, რომ ოთახში შესვლისას ნახეს დაგდებული ქალი, რომელსაც თავზე ნიღბიანი მამაკაცი ადგა დანით. მედიის ცნობით, ქალს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. ასევე, იმავე დღეს, 21 ნოემბერს მედია წერდა, რომ პოლიციას უკვე აქვს დამნაშავის აღწერა და ის იძებნება.
მედია არ წერს, და არც კითხვას სვამს, როგორ ამოიცნეს ნიღბიანი მამაკაცი მოწმეებმა, ან, თუ პირი ქალის მოკვლას აპირებდა, რატომ ეკეთა ნიღაბი და რა მნიშვნელობა ჰქონდა, ამოიცნობდა თუ არა ქალი.
პოლონური მედია ასევე წერს იმასაც, რომ მართალია ოფიციალური მონაცემით, საქართველოს 22 000 მოქალაქეა პოლონეთში, მაგრამ ბოლო 5 თვის განმავლობაში დანაშაულში ეჭვმიტანილ 4695 უცხოელს შორის, სტატისტიკურად საქართველოს მოქალაქეები მეორე ადგილზე არიან – 901 ეჭვმიტანილით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)