დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების მეორე ეტაპი უკვე დასრულდა

დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმისთვის კონცეფციის დამუშავება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების მეორე ეტაპი უკვე დასრულდა.
„ხედვის პრეზენტაცია მგეგმარებელთა ჯგუფმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი დოხტურიშვილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი წიკლაურს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, იოანე მენაბდესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.
საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, გრძელვადიანი სტუმრებისთვის ჯანსაღი კურორტის ჩამოყალიბება, მოკლევადიანი ვიზიტორებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ალგეთის დაცული ტერიტორიებისთვის მთავარი კარიბჭის შინაარსობრივი ფუნქციის გაძლიერება – დაბა მანგლისის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები ხედვის ეტაპზე გამოიკვეთა. შეხვედრაზე მიღებული უკუკავშირი საპროექტო დოკუმენტაციაში აისახება.
პირველ ეტაპზე წინასაპროექტო კვლევის სამუშაოები ჩატარდა და მიღებული შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში აისახა. ინფორმაციის სისტემატიზება ქალაქგეგმარებით, არქიტექტურულ, ეკონომიკურ, საინჟინრო, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ემსახურებოდა.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება მუნიციპალიტეტების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ისეთ ევროინტეგრაციას რა ვუთხარი, ლგბტ პროპაგანდაზე რომ გადის მისკენ გზა – წარმოუდგენელია, ვიღაცამ გვითხრას ქართველებს, რომ თუ ბავშვებში არ დაიწყეთ ლგბტ პროპაგანდა, მაშინ ევროპას ვერ ეღირსებით