სლოვენიის მთავრობამ აღიარა პალესტინის სახელმწიფო, საჭიროა პარლამენტის თანხმობა

სლოვენიის მთავრობამ 30 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება აღიარებულ იქნეს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა, მას შემდეგ, რაც ანალოგიური ნაბიჯები გადადგეს ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ.
“დღეს მთავრობამ გადაწყვიტა პალესტინა აღიაროს როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო” – თქვა გოლობმა ლიუბლიანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის წევრი სლოვენიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში სლოვენიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
სლოვენიის ნაბიჯი ნაწილია სახელმწიფოთა უფრო ფართო ძალისხმევისა კოორდინირებულად განახორციელონ ზეწოლა ისრაელზე, ღაზაში ომის დასასრულებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა