“მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე” –

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასაც ემუქრებიან.

მისივე თქმით, ძალადობის ყველა შემთხვევა დასაგმობია.

“არ მაქვს გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამიტომ გამიჭირდება დაზუსტება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თქვენ ძალადობის მხოლოდ ერთ მხარეზე საუბრობთ, თუმცა, მეორე მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. მე შემიძლია გაჩვენოთ, როგორი მუქარები და შეურაცხყოფები მოდიოდა ჩემს ტელეფონზე, როდესაც ნომრები იქნა გაჟღერებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, მერი პასუხობს: “მე თავად ვუკეთებ იდენტიფიცირებას ყველაფერს, ვაგროვებ და ვინახავ, რათა ისტორიას დარჩეს. არ ინერვიულოთ, საკუთარ თავს და ოჯახს თვითონ მივხედავ როგორმე“.

ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქეებმა მსგავსი ფაქტების შემთხვევაში შესაბამის უწყებას უნდა მიმართონ, რასაც რეაგირება აუცილებლად მოყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო