შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
აღნიშნული პაკეტის ფარგლებში შვედეთი უკრაინას ASC 890 სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.
ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად გამოყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო