რუსი ტურისტებისთვის ნორვეგიის საზღვარი დაიკეტა

დღეიდან, 29 მაისიდან ნორვეგია რუს ტურისტებს თავის ტერიტორიაზე აღარ შეუშვებს. ოფიციალურად ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ 23 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ს მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ.
დღეიდან ნორვეგია აღარ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით“.
ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. დღეიდან ამოქმედებული აკრძალვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.
ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.