“ისრაელის ხელისუფლება დააბრუნებს ყველა მძევალსა და დაკარგულ ადამიანს”, – აცხადებს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ, რომლის განცხადებასაც პრემიერის ოფისი ავრცელებს.
“ისრაელის ხელისუფლება დააბრუნებს ყველა მძევალსა და დაკარგულ ადამიანს. ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე გაიარეს პირველადი სამედიცინო შემოწმება და ოჯახებს ეცნობათ მათი დაბრუნების შესახებ”, – ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ნეთანიჰუს ოფისში ადასტურებენ, რომ “ჰამასმა” ტაილანდის 10 და ფილიპინების 1 მოქალაქე გაათავისუფლა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თავისუფალია “ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი 24 მძევალი.