უკრაინა ბელგიასთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას აფორმებს, რუსეთი კი ხარკივისა და დონეცკის რეგიონებს უტევს

უკრაინამ და ბელგიამ სამშაბათს უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, რომელსაც ხელი ბრიუსელში პრეზიდენტ ს ვიზიტისას მოეწერა, F-16 ტიპის 30 ავიაგამანადგურებელს მიიღებს.
“ეს დოკუმენტი მოიცავს ბელგიისგან უკრაინისთვის სულ მცირე 977 მილიონ ევროს დახმარებას, ასევე ბელგიის ერთგულებას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა მისი 10-წლიანი ვადის განმავლობაში”, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში. შეთანხმებას ხელი ბელგიის მხრიდან პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ მოაწერა.
პარალელურად, უკრაინულ დასახლებებზე საჰაერო და სახმელეთო იერიშს განაგრძობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ში კიდევ ორი სოფელი დაიკავეს – ივანივკა ხარკივის რეგიონში და ნეაილოვი დონეცკში. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კვირას ღამით აცხადებდა, რომ შეძლეს ივანივკის მახლობლად, ქალაქ კუპიანსკიდან აღმოსავლეთით, რუსული ძალების იერიშის მოგერიება. ორშაბათ საღამოს კი გენერალური შტაბი იტყობინებოდა, რომ ასევე შეაკავეს რუსების 7 იერიში კუპიანსკის სექტორში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე – სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

პროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე – ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა