49-დღიანი ტყვეობის შემდეგ, “ჰამასის” მიერ გატაცებული 13 მძევალი თავისუფალია – ტყვეების პირველი ჯგუფი წითელმა ჯვარმა ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში გადაიყვანა. ამასთან, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ დამატებით ისრაელიდან გატაცებული 12 ტაილანდელი გაათავისუფლა. ეს ცნობა ისრაელს ჯერ არ დაუდასტურებია.
ოფიციალური ცნობებით ტერორისტებს 240 ადამიანი ჰყავთ გატაცებული. დროებითი ზავის პირობების თანახმად ჰამასი 4 დღეში 50 მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა. სანაცვლოდ ისრაელმა 150 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს. მათ შორის, 39-მა ისრაელის ციხე დღესვე უნდა დატოვოს. ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დროებითი ზავის მიუხედავად, ომი გრძელდება.