სომხეთმა ორმხრივი კონტრაქტების საფუძველზე რუსეთისგან იარაღი შეიძინა, თუმცა შეიარაღება დღემდე არ მიუღია. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს “იარაღი თავადაც სჭირდება”, მაგრამ მომარაგების საკითხი გადასაწყვეტია და პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს, მაგალითისთვის სომხეთისთვის რუსული სახელმწიფო ვალის შემცირება.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა, ჯერ კიდევ მაისში ამბობდა, რომ რუსეთს არ შემოაქვს ნაყიდი იარაღი.
რუსეთს სომხეთთან ბოლო წლებში სამხედრო კონტრაქტი ოფიციალურად არ გაუფორმებია.
22 ნოემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეძენილი იარაღი სმერჩის ტიპის რაკეტებია.