ორბანი EU-ს აშანტაჟებს | ღარიბაშვილისა და პუტინის მეგობარი საქართველოს კანდიდატის სტატუსს საფრთხეს უქმნის

საქართველოს ევროპულ სტატუსს საფრთხე ემუქრება. ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარი მოკავშირე ევროკავშირს აშანტაჟებს და გაფართოების ჩაგდებით იმუქრება. უნგრეთის პრემიერი გეგმავს ხელი შეუშალოს, პირველ რიგში სთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას, რაც პრაქტიკულად ავტომატურად ნიშნავს მოლდოვისა და საქართველოსთვის უარის თქმასაც. სამიტი, რომელზეც ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
ორბანის შანტაჟის ფორმულა მარტივია: გადამწყვეტი სხდომის წინ ის უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას და ასევე კანდიდატის სტატუსის შემდეგ ახალ ეტაპზე – ანუ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დაბლოკავს. ანუ, თუკი ორბანი თავის ფულს არ მიიღებს ევროკავშირისგან, ევროპული ფონდებიდან, რომელიც მას ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების გამო დაუბლოკეს, მაშინ ის ევროკავშირის გაფართოებას შეუშლის ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ნომერ პირველი პარტნიორი ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუქმნის საფრთხეს.
სწორედ ამიტომ, შარლ მიშელი უნგრეთში ორშაბათს მოლაპარაკებებზე მიდის. ევროპა ცდილობს კომპრომისი მოძებნოს.
14- 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ და 27-მა ქვეყანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა გამოიტანოს და ამ დროს ღარიბაშვილის მეგობარი, პუტინისა და სი ძინ პინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი ევროპული პოლიტიკისგან სრულიად დისტანცირდება და საფრთხეს საქართველოს უქმნის.