წითელი ჯვარი ადასტურებს, რომ ” ჰამასის” მიერ ტყვედ აყვანილი 24 მძევალი თავისუფალია. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მძევლების ღაზიდან ეგვიპტის საზღვრამდე, რაფაჰის საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო.
24 მძევლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კატარიც, რომელიც ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეთანხმების შუამავალია.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულ ჯგუფს შორის 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელია.