ვოლოდიმირ ზელენსკი პორტუგალიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი პორტუგალიას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის პრეზიდენტის, მარსელუ რებელუ დე სოუზას ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტი პორტუგალიას 28 მაისს ეწვევა და პრეზიდენტ დე სოუზას გარდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ლუის მონტენეგროსაც შეხვდება.
პორტუგალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ს ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობის გაღრმავების საერთო სურვილს გამოხატავს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად სა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.