2003 წლის “ვარდების რევოლუციის” მთავარ შემოქმედებს პარტიიდან რიცხავდეს ის ხალხი ვინც მეორე მხარეს იდგა, ხშირ შემთხვევაში იარაღით ხელშიც, მე მგონია არ არის სწორი – ამბობს ენმ-ის წევრი ნიკა მელიას გუნდიდან, გიორგი კირთაძე, თუმცა არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს. “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” კირთაძე ამბობს, რომ არ იქნება ენმ-ის წევრი და სხვა პლატფორმიდან გააგრძელებს ბრძოლას, თუ პარტიაში არ აღდგება სტატუს-ქვო:
“იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ნაციონალურ მოძრაობაში სტატუს -ქვოს შექმნა, იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობა არ გამოასხივებს მთავარ რწმენას იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსი ოლიგარქის დამარცხება ამ ქვეყანაში, მე არ ვიქნები ნაციონალური მოძრაობის წვერი. ვიბრძოლებ იმ პლატფორმიდან, საიდანაც შევძლებ ჩვენი მთავარი იდეების განხორციელებას. არ არის ესე მარტივი მგლის ბილეთების ძახილი და იარლიყების მიკერება, მართლა პირად ამბიციებზე ყველაფრის გადაყოლება და უამრავი შეურაცხყოფის მოსმენა, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვისმენთ. თან ვისგან ვისმენთ ამასაც აქვს მნიშვნელობა. 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” მთავარ შემოქმედებს პარტიიდან რიცხავდეს ის ხალხი ვინც მეორე მხარეს იდგა, ხშირ შემთხვევაში იარაღით ხელშიც, მე მგონია არ არის სწორი. ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი და დაესმება წერტილიც. დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება” ამბობს გიორგი კირთაძე “მთავარი არხის” ეთერში.