სამხრეთაფრიკელ პარაოლიმპიელ სპორტსმენს ოსკარ პისტორიუსს, რომელსაც შეყვარებულის მკვლელობისთვის 2016 წელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პირობით ვადამდე გაათავისუფლებენ.
მისი პირობით გათავისუფლება 2024 წლის 5 იანვრისთვის იგეგმება.
29 წლის პისტორიუსმა შეყვარებული, რივა სტინკამპი 2013 წლის თებერვალში საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პარაოლიმპიელის თქმით, რივა სტინკამპი სახლში შეპარული მძარცველი ეგონა და მას თავდაცვის მიზნით ესროლა.
სტინკამპის დედის თქმით, იგი “შეშფოთებულია ნებისმიერი ქალის უსაფრთხოებით”, ვისაც პისტორიუსთან კონტაქტი ექნება.
პისტორიუსი პარაოლიმპიადის 6-გზის ოქროს მედალოსანია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ის გახდა პირველი პარაოლიმპიელი, ვისაც ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება დართეს.