მედია: საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარეს

მედია: საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარეს
გამოცემა Journal du Dimanche-ის ინფორმაციით, საფრანგეთში დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე (ორი ქალი და ერთი კაცი), რომელთაც ბრალად ბიბლიოთეკიდან ალექსანდრ პუშკინის იშვიათი გამოცემების ქურდობა ედებათ. ინფორმაცია JDD-ს პარიზის პროკურატურამ დაუდასტურა.
როგორც გამოცემა წერს, ისინი პარიზის გარეუბანში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში (OCBC) იმყოფებიან.
გამოცემა ასევე წერს, რომ რუსი პოეტის ნაწარმოებები ბოლო დროს ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. პირველი ქურდობა ივლისში, ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში კი ორი სამართალდამრღვევი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში შეიჭრა, ათამდე ხელნაწერი გაიტაცა და მიიმალა. საუბარია ან გამოცემების შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის გადაყიდვაზე, ან ევროპაში არსებული რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში დაბრუნებაზე.