Akon-მა სთორიში საქართველოს რუსეთად წარმოჩენისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

სენეგალური წარმოშობის ამერიკელი არნები შემსრულებელმა და ჰიპ ჰოპ არტისტმა Akon-მა ტვ პირველთან Instagram-ის სთორიში დადებულ ვიდეოზე ისაუბრა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში მოფრინავს, თუმცა, ვიდეოზე ჩანდა წარწერა ”რუსეთი”.
მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ეს მისი გუნდის დაშვებული შეცდომა იყო და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
“რეალურად ეს შეცდომა იყო. მე მყავს დიდი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს ამერიკაში აკეთებს და მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ამაზე. ეს ჩვენი მხრიდან უნებლიე შეცდომა იყო, რის გამოც ბოდიშს ვიხდით. როგორც კი ეს აღმოვაჩინეთ, სთორი მაშინვე წავშალეთ”. – თქვა არტისტმა.
Akon-ის კონცერტი დღეს Tbilisi Arena-ზე 19 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”