თურქეთის ეროვნულმა ბანკმა მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის გამო რეფინანსირების განაკვეთის 40%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
წინასწარი პროგნოზით, მომდევნო თვეში თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი 70-75%-მდე გაიზრდება.
ინფლაცია ფასებისა და საქონლის საერთო დონის განმსაზღვრელი მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის ინტერვენციების შედეგად 2021 წლიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან 40%-მდე გაიზარდა.
“მაღალი საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება სანამ არ დავრწმუნდებით ფასების დასტაბილურებაში. ვვარაუდობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლი მოკლე პერიოდში დასრულდება” – ამბობენ თურქეთის ცენტრალურ ბანკში.
ინფლაციის გასაკონტროლებლად ქვეყნები რეფინანსირების განაკვეთს ზრდიდნენ, თურქეთში ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს ლირის დასტაბილურების მოტივით იკავებდნენ. მიუხედავად ამისა ბოლო 2 წლის განმავლობაში ლირა დოლართან მიმართებაში 60%-ით გაუფასურდა.