,, შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია” – ,,რადიო თავისუფლების” წყარო

,, შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია” – ,,რადიო თავისუფლების” წყარო
“რადიო თავისუფლების” ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრი ანონიმურობის პირობით ეუბნება, რომ კანონპროექტზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ “ქართული ოცნება” ერთი წლის წინ, პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.
მედიას კანონპროეტში ჩახედული წყარო ეუბნება, რომ გადაწყვეტილება – მათ შორის სანქციებსა და სა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე, შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში.
“ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რუსი აგენტების გამოაშკარავება ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით”. წყარო რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ვაშინგტონში, ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია” – წერია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს