სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა:
„გულდასაწყვეტი და სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავისი თავი. ვენეციის კომისიამ დაწერა ის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მართლმსაჯულების 2020 წლის გადაწყვეტილებას. ვენეციის კომისია ამბობს, რომ თურმე გამჭვირვალობა არის ცუდი და არადემოკრატიული. საკითხი შეეხება არა სამართლებრივ, თანმიმდევრულ ლოგიკურ ანალიზს, არამედ ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება. აქაც მიკერძოებულად და ცალმხრივად ამბობს, რომ თურმე კონკრეტული აქციები იყო მშვიდობიანი და არ იმჩნევს და არსად ახსენებს იმას, რომ თურმე მიმდინარეობდა შტურმი პარლამენტის შენობაზე, ძალადობა პოლიციაზე. თუ ახალი სტანდარტი აქვს ვენეციის კომისიას, რომ სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად ქუჩის აქციების კომისიაა, მაშინ აქაც უნდა იყოს ობიექტური და თანმიმდევრული“

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს