Politico: ევროკავშირი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ ივნისში

ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით მოითხოვს, 25 ივნისიდან დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანამოსაუბრეთა თქმით, უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ “კულისებში” და ცდილობენ უნგრეთის დარწმუნებას.
როგორც Politico აღნიშნავს, მოლაპარაკებების დაწყება მხარს დაუჭერს ს, რომელიც ორ წელიწადზე მეტია ებრძვის რუსეთს და დიდი ხანია მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. დეკემბერში, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამიტმა გადაწყვიტა მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან, მათი ბლოკში გაწევრიანების თაობაზე. თუმცა ოფიციალური იურიდიული პროცედურა შეჩერებული იქნა უნგრეთის პოზიციის გამო.
სირთულეებს ქმნის უკრაინასა და უნგრეთს შორის არსებული პრობლემური ურთიერთობები, აზუსტებს Politico. ბუდაპეშტი კიევს ადანაშაულებდა უნგრული ეთნიკური უმცირესობის შევიწროებაში უკრაინის დასავლეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება