ნეთანიაჰუ: ისრაელის ლიდერების დაკავების აბსურდული წინადადება ახალი ტიპის ანტისემიტიზმია

ისრაელის პრემიერმინისტრი ჰააგის სასამართლოში პროკურორების მიერ ს და ჰამასის ლიდერების დაკავების ორდერების მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს “აბსურდული წინადადება” ახალი ტიპის ანტისემიტიზმია.
ნეთანიაჰუს თქმით, ჰააგის პროკურორის ეს მოთხოვნა არა მხოლოდ პრემიერმინისტრის ან თავდაცვის მინისტრის, არამედ მთელი ისრაელის და თავდაცვის ძალების ჯარისკაცების წინააღმდეგაა მიმართული.
“როგორი უგუნურებით ბედავთ ჰამასის მონსტრების IDF-ის ჯარისკაცებთან, მსოფლიოს ყველაზე მორალურ არმიასთან, შედარებას?” – თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, ის ზიზღით შეხვდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის კარიმ კანის ამ შედარებას და ეს ახალი ტიპის ანტისემიტიზმია, რომელმაც კოლეჯების კამპუსებიდან ჰააგაში გადაინაცვლა.
ჰააგის სასამართლოში პროკურორები ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტ იოავ გალანტზე და ჰამასის სამ ლიდერზე, მათ შორის იაჰია ალ-სინვარზე დაკავების ორდერებს ითხოვს. ჰააგის სასამართლოს პროკურორის კარიმ კანის თქმით, სასამართლომ დაკავების ორდერები შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების ხელის შეშლისთვის და სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებისთვის უნდა გამოსცეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰააგის სასამართლოში პროკურორები ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ორდერს ითხოვენ.