შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდის გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციისთვის

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდის გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციისთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქველ X-ში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მხარადაჭერას.
პაპუაშვილი მადლობას უხდის ევროპარლამენტს და აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კონსულტაციებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
“მადლობა ევროპარლამენტს ს საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ძლიერი გზავნილისთვის.
საქართველო გააგრძელებს მჭიდრო კონსულტაციებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, ოკუპაციის პრობლემის დღის წესრიგში მაღალ დონეზე დაყენების მიზნით და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე 30 აპრილს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მზაობას გამოთქვამს, მოამზადოს სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია – თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს