არასწორად გავრცელებული ინფორმაცია აზიანებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ჩვენი ამოცანა არის, კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, რათა არავის არ მოუნდეს არაკეთილსიდისიერად გათავისუფლდეს ჯარიდან.
მეორე მიმართულება არის – ჩვენ ვქმნით მოტივაციას, რათა მოხდეს თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის, ასევე საკონტრაქტო სამსახურის. ეს ფაქტები არის, შეგიძლიათ იხილოთ, 93%-ით მეტი არის შემოდინება თავდაცვის ძალებში, ვიდრე გადინება. ეს მიუთითებს, რომ სწორი პოლიტიკა მიმდინარეობს სოციალური მიმართულებით.
თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
