რუსეთის სასამართლომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით გავრცელებული “ცრუ ინფორმაციის” არ წაშლის გამო Google-ი სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა.
“სასამართლო გადაწყვეტილებით, Google LLC ვალდებულია გადაიხადოს ადმინისტრაციული ჯარიმა 4 მილიონი რუბლის ოდენობით” – თქვა რუსეთის სასამართლოს მოსამართლე მარინა ორლოვამ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს.
სასამართლოს ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველი რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (Roskomnadzor) მიერ Google-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი გახდა. სარჩელში რეგულატორი უთითებს Youtube-ზე არსებულ შინაარსზე, რომელიც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს და მიმართულია რუსეთის დისკრედიტაციისკენ.
“ცრუ ინფორმაციის” და რუსეთში აკრძალული შინაარსის არ წაშლის გამო რუსულმა სასამართლომ მანამდე Google-თან ერთად Wikipedia, Reddit-ი და Apple-იც დააჯარიმა.
