სააკაშვილი: ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს

მთლიანად ვეთანხმები ლელოს მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.
რუსული ვირუსი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს სიკვდილით ემუქრება, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. გამარჯვების კოალიციამ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა კი თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ, ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს.