“უკრაინა თავისი სანქციებით საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს ავსებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
უკრაინა თავისი სანქციებით საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს ავსებს. ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებებს 300-ზე მეტი იურიდიული და 150 ფიზიკური პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო შესაბამის მუშაობას გააგრძელებენ. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც”, – განაცხადა ზელენსკიმ.