მანქანის აფეთქების შემდეგ, აშშ-კანადის დამაკავშირებელი ხიდი მეორე დღეა დაკეტილია

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის დამაკავშირებელი “ცისარტყელას” ხიდი, რომელიც ნიაგარას ჩანჩქერის მახლობლად მდებარეობს, ხიდზე მანქანის აფეთქების შემდეგ, მეორე დღეა დაკეტილია.
აფეთქება ოთხშაბათს დილით ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა, რამაც წლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ დროს, მადლიერების დღის წინ შეფერხება გამოიწვია.
კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, დაღუპულია, მისი მეუღლე და ამერიკელი მესაზრვრე კი დაშავდნენ.
ამერიკის გუბერნატორმა ეს ინციდენტი ტერორიზმად შერაცხა, თუმცა, ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბევრი ფაქტია უცნობი, მათ შორის წყვილის ვინაობა.
“მანქანა ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა და გადალახა 8 ფუტი (2.4 მ) ხიდზე, ნიუ-იორკის საზღვრის მხარეს, საგუშაგოსთან ახლოს. მანქანა დაიწვა და არაფერი დარჩა ძრავის გარდა. სარეგისტრაციო ფირფიტაც კი არ ამოუღია”, – თქვა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა.
ბუფალოს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ ადგილზე საგამოძიებო პროცესი დასრულებულია. მათ არ აღმოუჩენით, “არანაირი ასაფეთქებელი მასალა და არც ტერორისტული კავშირი გამოვლენილა”.