გუბერნატორი – ბელგოროდში, უკრაინის თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა

ბელგოროდში საცხოვრებელ კორპუსს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც მეათედან პირველ სართულამდე სადარბაზო ჩამოინგრა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამში“ წერს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი და ბელგოროდის რაიონი დაბომბა, ხარკოვის გორაზე, ჭურვის პირდაპირი დარტყმის შედეგად, ჩამოინგრა მთელი სადარბაზო, მეათედან პირველ სართულამდე”, – აცხადებს გუბერნატორი.
რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
ცნობისთვის, დილით ბელგოროდსა და ბელგოროდის რაიონში სარაკეტო თავდასახმის საფრთხე გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ანდრია ჯაღმაიძე, იცი, ის გოგო მოკვდა, ობოლი, ქვრივი, ორ ობოლ შვილს, ავადმყოფ დედას, შშმ ძმას მარტო რომ პატრონობდა… დასახმარებლად რომ მოვიდა საპატრიარქოში. ეზოშიც რომ არ შემოუშვეს

ზეინაბ დიასამიძე: ვეკითხები ხელისუფალთ, საგარეო საქმეთა მინისტრს-მაკა ბოჭორიშვილს: რა რეაგირება გააკეთეთ?! რა შეჰბედეთ უძღებ ოკუპანტებს, რომლებიც ტერიტერიებით ვეღარ ოკდებიან და ეხლა ცოცხალ ალაფად არასრულწლოვანები აირჩიეს!