ირანის კონსერვატიულმა პარტიებმა პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მოიპოვეს არჩევნების მეორე ტურის შედეგად

ირანის კონსერვატიულმა პარტიებმა ადგილების უმრავლესობა მოიპოვეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში და ახლა აკონტროლებენ პარლამენტს, განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხმების დათვლის შემდეგ.
კენჭისყრა პარასკევს ჩატარდა, მასში წყდებოდა 290-ადგილიანი ისლამური საკონსულტაციო საბჭოს 45 ადგილის ბედი. კონსერვატორებმა 32 ადგილი მოიპოვეს და ახლა აკონტროლებენ 190 ადგილს, იტყობინება სააგენტო EFE. AFP-ს თანახმად, მოქმედი მთავრობის მომხრეები ახლა 290-დან 233 ადგილს აკონტროლებენ.
საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის შემდეგ. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოქალაქეებს საარჩევნო უბნებში მისვლისკენ მოუწოდა. მაგრამ ამომრჩეველთა აქტიურობა ისტორიულად დაბალი იყო, იტყობინება რადიო თავისუფლების ირანული სამსახური.
პირველ ტურში, რომელიც მარტში გაიმართა, ამომრჩეველთა აქტიურობის ოფიციალური მაჩვენებელიც კი 41 პროცენტი იყო, რაც ყველაზე დაბალია ქვეყნის ისტორიაში. თეირანში ის 26 პროცენტს შეადგენდა. არაოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თეირანში კენჭისყრაში 8 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, ეგონა, დააკავებდნენ, რადგან დანაშაულის დღეს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა – რატომ არ განაცხადა პოლიციაში, პასუხი იყო, ბიჭებმა იჩხუბეს, რაც ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა და არ იცოდა, თუ გარდაცვალება მოყვებოდა

კობა კობალაძე – ვერ შევეგუებით აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის გამოვიდეთ მკვლელები – აინტერესებდათ, საბრძოლო მოქმედებების დროს გვქონდა თუ არა შემხებლობა გიორგი ბარამიძესთან, რომელ პოზიციებში გამოირჩა სიჩაუქით და თავგანწირვით