ღარიბაშვილი: როგორ შეიძლება, რაღაც კანონმა შეგვიცვალოს საგარეო კურსი?

კანონზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ კანონი ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსს, როგორ შეიძლება, კანონმა შეგვიცვალოს კურსი, მეგობრებო. ნებისმიერ მოქალაქეს მინდა დავუსვა ეს შეკითხვა… საგარეო პოლიტიკის არჩებანი და კურსი გატარებული გვაქვს ჩვენი უკვე მრავალი წელია და ჩვენივე ინიციატივით კონსტიტუციაში ჩავწერეთ, ჩვენმა გუნდმა, ოცნებამ ჩაწერა, და განსაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი, კონსტიტუციაში. როგორ შეიძლება, კანონი იყოს აღმატებული კონსტიტუციაზე, ეს ელემენტარულია, პრიმიტიულია, ელემენტარული საკითხია. ამიტომ ნუ ატყუებთ ხალხს, რომ რაღაც კანონი შეცვლის კურსს, არაფერს არ შეცვლის.
წესით, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, თუ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის პირი თუ ორგანიზაცია, ასეთი ორგანიზაცია უნდა დაიხუროს ყოველგვარი ცერემონიების გარეშე და ასეთი პირი უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი აზრით.