სომხეთის “დემარში”, ნაწყენი ლუკაშენკო და 5 ქვეყნის ლიდერების მსჯელობა ფაშინიანის “უკმაყოფილებებზე” – მინსკი

მინსკში ОДКБ-ს სამიტს ორგანიზაციის წევრი ექვსი ქვეყნიდან ხუთის ლიდერი ესწრებოდა, ს პრეზიდენტი – , ბელარუსის პრეზიდენტი – ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი – ყასიმ-ჯომართ ტოკაევი, ს პრეზიდენტი – სადირ ჯაფაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმანი. ღონისძიებას არ დაესწრო სომხეთის პრემიერი .
რუსული მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრები, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ერთად, კავკასიის საკითხსა და ОДКБ-ს წევრი სომხეთის “უკმაყოფილებას” განიხილავენ.
ОДКБ-ს სამიტზე დასწრებაზე სომხეთის პრემიერმა უარი განაცხადა. მოგვიანებით, დასწრებაზე უარი თქვეს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკომ სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაზე არდასწრებას “დემარში” უწოდა. ბელარუსის ლიდერის განცხადებას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ავრცელებს.
“ერთიან დასკვნამდე მივედით, რომ პრობლემური საკითხები ყოველთვის იყო და იქნება. თუ ვაპირებთ მათ მოგვარებას, მაშინ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოვაგვაროთ, მიზეზების გარეშე, გარკვეული მიზეზების გარეშე დემარშები არ მოვაწყოთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, შეხვედრაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ კავკასიაში ვითარებას და “კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი წევრის გარკვეულ უკმაყოფილებას”.