კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის (869 მილიონი ევროს) ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, – ამის შესახებ კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინას დახმარება 2023 – 2026 წლის შუალედში გადაუნაწილდება.
2023 – 2024 წლის განმავლობაში უკრაინა 816 მილიონ კანადურ დოლარს მიიღებს, 2024 წლიდან 2025 წლამდე კი 318 მილიონ კანადურ დოლარს. დარჩენილ 197 მილიონ დოლარს კი უკრაინა 2025 – 2026 წლის შუალედში მიიღებს.
კანადური მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე ოფიციალურმა ოტავამ კიევს 9,8 მილიარდი კანადური დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.