ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ პარიის მიერ წარდგენილ 11-პუნქტიან მანიფესტთან შეერთება აუცილებელია. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიიდან არავის გარიცხვა არ იგეგმება და მთავარი იდეა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს.
“შეერთება ამ მანიფესტთან, მანიფესტის სულისკვეთებასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება, რომ იღებს პასუხისმგებლობას იმ ბრძოლისა, რომელი ერთობლივი ბრძოლითაც უნდა დამარცხდეს რუსული ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში. ბუნებრივია, ვინც ამ იდეებს არ იზიარებს, არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ჩვენს გუნდში ყოფნას, მაშინ ბუნებრივია არავის გარიცხვას, როგორც ასეთი, არ ვაპირებთ, მაგრამ მათ თავისი გზა ექნებათ”, – თქვა გიორგი ბარამიძემ.
ნაციონალური მოძრაობა 11-პუნქტიან მანიფესტს: “რუსი ოლიგარქი ან საქართველო – ტოტალური შეტევა სისტემაზე” აქვეყნებს, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.
ნაციონალური მოძრაობის 11-პუნქტიანი მანიფესტი სრულად