რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტში მონაწილეობის მისაღებად მინსკში ჩავიდა. ამის შესახებ TASS იტყობინება.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრება ОДКБ-ს წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი, გარდა სომხეთისა.
კერძოდ, ОДКБ-ს წლევანდელი თავმჯდომარე, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა. საბჭოს სხდომას კი ესწრებიან: ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის ლიდერი სადირ ჯაფაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, დღის წესრიგში შედის „კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონული საკითხები“.