პარიზში უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი მარში გაიმართება

4 მაისს პარიზში უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი მარში გაიმართება, სახელწოდებით ევროპული სოლიდარობა: უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის.
მარშის ორგანიზატორები არიან უკრაინელების კავშირი საფრანგეთში და საფრანგეთიდან დანახული საქართველო.
“ვიკრიბებით შაბათს 4 მაისს 15:30 ზე პანთეონის მოედანზე პარიზში. ჩვენ მეგობარ უკრაინელებს შევუერთდით რათა ერთად უარი ვუთხრათ რუსულ მთავრობას, რუსულ კანონს და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი, რომ ევროპულ ოჯახს შევუერთდეთ. შემდეგი მაშტაბური აქცია პარიზში გაიმართება რუსული კანონის მესამე მოსმენის პერიოდში” – ვკითხულობთ საფრანგეთიდან დანახული საქართველოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია