ირაკლი ფავლენიშვილი – თავისუფალ მოქალაქეებს, ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს, უკან დასახევი არ დაგვიტოვეს – ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე

თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და ვერ შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, ამ ხალხს უკან დასახევი არ დაგვიტოვეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა რუსთაველზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ქართველი ხალხი ბოლომდე აპირებს ბრძოლას.
“გუშინ ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ეს კანონპროექტი ემსახურება არა სამართლებრივ კორექტირებებს ჩვენს ქვეყანაში, არამედ კონსტიტუციურ გადატრიალებას, ემსახურება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებას და ყველაფერი დასავლურის აკრძალვას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც, თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და ვერ შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, ამ ხალხს უკან დასახევი არ დაგვიტოვეს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. პროტესტი ყოველთვის არის მშვიდობიანი და კანონიერი.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – „არა რუსულ კანონს და კი ევროპას“. იმისათვის, რომ ევროპას ვუთხრათ კი, ეს კანონი უნდა გავაწევინოთ” ,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე: მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდა

აკაკი ბობოხიძე: ზაალ ლატარიას შვილის ცხედარი ეკლესიაში არ დაასვენებინეს. წადით ახლა, თქვე “ქრისტიანობის დამცველებო”, ჩადით და ჰკითხეთ, რატომ არ დაასვენებინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაძირლები ხართ