ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შეცვლის რაფას ოპერაციის გეგმას

ისრაელის პრემიერმინისტრმა მ თქვა, რომ რაფას ოპერაცია განხორციელდება იმის მიუხედავად, ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწევენ თუ არა. ამ თემაზე ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
“იდეა, რომ ჩვენ შევწყვეტთ ომს მანამ, სანამ ჩვენს მიზნებს მივაღწევთ არაა არჩევანი. ჩვენ შევალთ რაფაში და იქ ჰამასის ბატალიონებს გავანადგურებთ – იქნება თუ არა შეთანხმება – რათა სრულ გამარჯვებას მივაღწიოთ” – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
როგორც ცნობილია, ისრაელმა მედიატორების დახმარებით რამდენიმე დღის წინ ჰამასს ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე ახალი შეთავაზება გაუგზავნა. ჰამასის წარმომადგენლებს შეთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუვრცელებიათ. -ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ს თქმით, ჰამასმა სგან გამორჩეულად გულუხვი წინადადება მიიღო.