ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოხანაშვილმა დარბაზიდან მეშვიდე დეპუტატი, ანა წითლიძე გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობის წევრს ანა წითლიძეს დაატოვებინა.
მდინარაძემ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ მათგან "ერთი არგუმენტიც კი არ მოუსმენიათ, [რატომ არის კანონი რუსული]", რაზეც წითლიძემ უპასუხა, რომ ეს "არ აცადეს".
ამის შემდეგ, ოხანაშვილმა ანა წითლიძე "რეგლამენტის დარღვევის", კერძოდ კი, "მიკროფონის გარეშე საუბრის გამო" დარბაზიდან გააძევა.
"თქვენ თავს ეცით პატივი, ნუ აიძულებთ ამ ხალხს [მანდატურებს] გაგიყვანონ. აბრძანდით და გადით", - მიმართა ოხანაშვილმა წითლიძეს.
სხდომის დატოვების შემდეგ ანა წითლიძემ თქვა, რომ სხდომიდან აძევებენ იმ დეპუტატებს, რომლებიც სვამენ შინაარსობრივ კითხვებს, რაზეც ოცნებას პასუხი არ აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.