პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ს შეწყალებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიღების შესახებ 12 აპრილს “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. სწორედ ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ თქვა, რომ ისინი ელოდნენ ამ განაჩენს. ადვოკატები ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ.
22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით აქციაზე დააკავა. მას რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და -ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო.