რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია [უკრაინაში]. ამის სიტყვებით ვლადიმირ პუტინმა დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს ვირტუალური შეხვედრისას მიმართა.
“რა თქმა უნდა, სამხედრო ქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა. და, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია. სხვათა შორის, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
მესმის, რომ ეს ომია, ადამიანთა დაღუპვა შეუძლებელია არ იყოს შოკისმომგვრელი. სისხლიანი პერიოდი უკრაინაში 2014 წელს, რასაც მოჰყვა კიევის რეჟიმის ომი თავისი ხალხის წინააღმდეგ დონბასში, არ არის ეს შოკისმომგვრელი? პალესტინაში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, ღაზის სექტორში, დღეს არ არის შოკისმომგვრელი? ის ფაქტი, რომ ექიმებს უწევთ ბავშვებისთვის ოპერაციების ჩატარება – ბავშვის სხეულზე სკალპელის გამოყენებით, ანესთეზიის გარეშე, არ არის შოკისმომგვრელი? ის, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ღაზა დაემსგავსა უზარმაზარ ბავშვთა სასაფლაოს, ეს არაა შოკისმომგვრელი?”. – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ G20-ის ქვეყნების ლიდერებს პირველად მიმართა. ამავდროულად, ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან მიმართებით საჯაროდ პირველად გამოიყენა სიტყვა – ომი.